ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კაროლინის ახალი კანონი პოლიციის კამერების ჩანაწერების წვდომას ზღუდავს


ჩრდილოეთ კაროლინის ახალი კანონი პოლიციის კამერების ჩანაწერების წვდომას ზღუდავს.

შეერთებულ შტატებში პოლიციის მიერ ძალის გამოყენების მიმართ გაზრდილი ყურადღების საპასუხოდ, პოლიციამ მთელ ქვეყანაში სხეულზე დასამაგრებელი კამერების გამოყენება გაზარდა.

დიდი ხნის განმავლობაში პოლიციას უკვე ჰქონდა მანქანებში დამონტაჟებული კამერები, რომლითაც გზებზე მანქანების გაჩერების დროს მიმდინარე მოვლენები იწერებოდა. ახლა კი კამერები მათი უნიფორმის ნაწილად იქცა, რომლითაც მოქალაქეებთან მათი ურთიერთობა უფრო დეტალურად აღიბეჭდება.

ახალი კამერების გამოჩენამ კითხვებიც წარმოშვა იმაზე, თუ ვის აქვს ამ ჩანაწერების ნახვის უფლება.

ჩრდილოეთ კაროლინაში, სადაც ახლა, პოლიციის მიერ მოქალაქის მოკვლის გამო პროტესტებმა იფეთქა, 1 ოქტომბრიდან ახალი კანონი შედის ძალაში. ამ კანონის მიხედვით, ეს ჩანაწერები საჯარო ინფორმაციას არ განეკუთვნება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG