ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნორფოლკს წყალდიდობა საფრთხეს უქმნის


ნორფოლკის საზღვაო სადგური რეგიონის ეკონომიკისა და ეროვნული უსაფრთხოების მთავარ ნაწილს წარმოადგენს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:43 0:00
ბმული

ჯეფ მისკილი ლაფაეტის მდინარესთან ძალიან ახლოს ცხოვრობს. ეს სახლი ბაბუამ და ბებიამ 1950 წელს იყიდეს.

„ადრე წყალდიდობის დროს წყალი სახლამდე ვერ აღწევდა.“

თუმცა ბოლო ათი წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა: გახშირდა წყალდიდობები, ამინდიც ბევრად უფრო მკაცრია.

„2003 წელს ქარიშხალ იზაბელის დროს წყალმა სახლამდე პირველად მოაღწია, შემდეგ თანდათან უკან დაიხია.“

მისკილს და მის მეზობლებს ახლა ორმაგი საფრთხე ემუქრებათ: ადიდებული მდინარით გამოწვეული წყალდიდობა და სანაპიროს წყალშქვეშ ჩაძირვა.

„წყალდიდობის დროს სახლი და ეზო წყლით საათობით იფარება-ხოლმე. საოცარია, მაგრამ ჯერჯერობით ყველა ფანჯარა და კარი მუშაობს.“

ქალაქ ნორფოლკთან ახლოს ოკეანეში რამდენიმე მდინარე ჩაედინება . თუ 2100 წლისთვის ზღვის დონე კვლავ მოიმატებს, ქალაქის ინფრასტრუქტურა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. სკიპ სტილსი ვეტლანდ ვოჩის გარემოს დამცველთა ჯგუფს ხელმძღვანელობს:

„ყველა ხიდი, გზა და მაგისტრალი, რაც დღეს შენდება, ზღვის დონის მომატების შემდეგ უამრავი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება.“

ბოლო დროს ნორფოლკში მასობრივი რეკონსტრუქციები ჩატარდა: შეკეთდა გზები და შენობები, ააგეს წყალგამყოფი კედლები და წყლის საქაჩი სადგურები , განაახლეს მიწისქვეშა წყლის არხები. ქალაქის სარეკოსნტრუქციო სამუშაოების მენეჯერის ასისტენტი რონ ვილიამსი ამბობს, რომ ნორფოლკის მთავარი წყალქვეშა არხი პირვანდელთან შედარებით ერთნახევარი მეტრით მაღალია.

„ერთი მილიარდი დოლარი დაგვჭირდა იმისთვის, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურა სტიქიით გამოწვეული კრიტიკული მდგომარეობისთვის მოგვემზადებინა . თუმცა ქალაქში ჯერ კიდევ ბევრია ისეთი ადგილი, რომელსაც სტიქია იოლად დააზიანებს.“

რონ ვილიამსის თქმით, ქალაქს ამ პრობლემებთან მარტო გამკლავება ძალიან უჭირს.

„ფედერალურმა და შტატის მთავრობებმა ამ მიმართულებით სპეციალური სტრატეგია უნდა დასახონ.“

ნორფოლკის საზღვაო სადგური მსოფლიოში ერთერთი ყველაზე დიდი საზღვაო ბაზაა, რომელიც რეგიონის ეკონომიკის და ეროვნული უსაფრთხოების მთავარ ნაწილს შეადგენს. გადამდგარი საზღვაო კაპიტანი ჯო ბუჩარდი ათი წლის წინ ამ ბაზას ხელმძღვანელობდა. ის ამბობს, რომ ამერიკის კონგრესმა კლიმატურ ცვლილებებს განსაკუგთრებული ყურადღებ აუნდა დაუთმოს:

„კონგრესმა სპეციალურ ინტერესებზე მაღლა სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხი უნდა დააყენოს.“

ბუჩარდი და სხვა ნორფორკელები ფედერალურ დახმარებას ითხოვენ და მოუწოდებენ სამხედრო ძალებს ადგილობრივ საზოგადოებასთან ერთად კლიმატური ცვლილებების მოსალოდელ საფრთხეებთან დაკავშირებით ითანამშრომლოს.
XS
SM
MD
LG