ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს და ჩრდილოეთ კორეაში ჰუმანიტარული დახმარებისკენ მოუწოდებს. გაეროს განცხადებით, ჩრდილოეთ კორეაში ჰუნამიტარული დახმარების საკითხი ისევ დაუფინანსებელია. ახალი მონაცემებით, 2012 წელს გაღატაკებულ კომუნისტური სახელმწიფოს მოსახლეობას დამატებით 198 მილიონი დოლარის მარაგი სჭირდება. გაერომ ამავე მიზნისთვის 2011 წელს 218 მილიონი მოითხოვა, თუმცა დღემდე საერთაშორისო დონორებმა ამ თანხის მხოლოდ მესამედი გაიღეს. გაეროს ახალი ანგარიშით, ჩრდილოეთ კორეაში 16 მილიონი ადამიანი საკვების პრობლემის წინაშე დგას.

XS
SM
MD
LG