ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეამ წელს მეორე ატომური გამოცდა მოაწყო.

ჩრდილოეთ კორეამ დაადასტურა, რომ სეისმური აქტიურობა, რომელიც დღეს დილით ბირთვულ პოლიგონთან მოხდა, ატომური აფეთქებით იყო გამოწვეული.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიის დიქტორმა კორეის ბირთვული ინსტიტუტის განცხადება წაიკითხა, რომლითაც დაადასტურეს, რომ წარმატებით ჩატარებული ბირთვული გამოცდა იმისთვის ჩატარდა, რომ ბირთვული ქობინის სიმძლავრე შეეფასებინათ. ახლა მათ ქობინის ზომის შემცირება შეუძლიათ, რაც სხვადასხვა ტიპის რაკეტებზე მისი მორგების საშუალებას იძლევა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG