ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მალაიზია ეჭვმიტანილი ჩრდილოეთ კორეელის დეპორტაციისთვის ემზადება


მალაიზიის ხელისუფლება ჩრდილოეთ კორეელი მამაკაცის დეპორტაციისთვის ემზადება. ის გასულ თვეში, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის გერი ძმის მკვლელობასთან დაკავშირებით, ეჭვმიტანილის სტატუსით იყო დაკავებული.

45 წლის მამაკაცი, კუალა ლუმპურის აეროპორტში, 13 თებერვალს მომხდარი თავდასხმის შემდეგ, თითქმის ორი კვირის განმავლობაში პატიმრობაში იმყოფებოდა.

მალაიზიის გენერალურმა პროკურორმა დღეს განაცხადა, რომ ბრალის წაყენების გარეშე პატიმრობაში შესაძლო ყოფნის ვადა იწურება, ბრალის წასაყენებლად კი საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს და ამიტომ პარასკევს მისი დეპორტაცია მოხდება.

ორ მთავარ ეჭვმიტანილს, 25 წლის ინდონეზიელ სითი აისაჰს და 28 წლის ვიეტნამელ დოან თი ჰუონგს, ოთხშაბათს ბრალი მკვლელობისთვის წაუყენეს.

XS
SM
MD
LG