ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეკონომიკურ მეცნიერებათა დარგში 2016 წლის ნობელის პრემია ორ ამერიკელ მეცნიერს გადაეცემა. ესენი არიან: ოლივერ ჰარტი ჰარვარდის უნივერსიტეტიდან და ბენგტ ჰოლმსტრომი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან.

შვედეთის სამეფო აკადემიამ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ განცხადება დღეს გააკეთა. ნობელის კომიტეტის წარმომადგენელთა თქმით, ჯილდო მეცნიერებს კონტრაქტის თეორიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცემათ, რომელთა ნაშრომმაც ამ სფეროში ერთგვარი „ინტელექტუალური ბაზა“ შექმნა. გამარჯვებულებს პრესტიჟული პრემია ოფიციალურად 10 დეკემბერს გადაეცემათ და ისინი $924,000 დოლარს გაინაწილებენ. ხუთშაბათს ლიტერატურის დარგში გამარჯვებულის გამოცხადებით, წლის ბოლო ნობელიანტის ვინაობაც გახდება ცნობილი.

XS
SM
MD
LG