ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნობელის კომიტეტმა დღე გამოაცხადა, რომ სამი ამერიკელი პროფესორი ფიზიკაში ნობელის პრემიას მიიღებს.

კვლევამ, რომელიც მეცნიერებმა დევიდ თოლესმა, დუნკან ჰალდეინმა და მაიკლ კოსტერიცმა ჩაატარეს, აჩვენა მყარი მასის თვისებები, რომლებიც ფიზიკისთვის დღემდე უცნობი იყო. მათ ასევე შეიმუშავეს მათემატიკური ფორმულები, რომლებიც მასის ახლად გამოვლენილ თვისებებს ხსნის.

“წლევანდელმა ლაურეატებმა კარი გააღეს დღემდე უცნობ სამყაროში, სადაც მასა უცნაურ ფორმებს იღებს. მათმა მუშაობამ საფუძველი ჩაუყარა კვლევას, რომელიც მასის ეგზოტიკურ მდგომარეობებს შეისწავლის,” ნათქვამია შვედეთის მეცნიერების სამეფო აკადემიის განცხადებაში.

სამივე ლაურეატი ბრიტანეთშია დაბადებული, მაგრამ ისინი ამერიკის უნივერსიტეტებში ასწავლიან. თოლესი ვაშინგტონის უნივერსიტეტის, ჰალდეინი პრინსტონის უნივერსიტეტის და კოსტერლიცი ბრაუნის უნივერსიტეტის პროფესორები არიან.

ამ პრესტიჟულ აღიარებასთან ერთად, სამი ფიზიკოსი 930 ათასი დოლარის ოდენობის ჯილდოს მიიღებს და მას თანაბრად გაიყოფს.

XS
SM
MD
LG