ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბასტილიის დღე ნიცაში მსხვერპლით დასრულდა


საფრანგეთის საკურორტო ქალაქ ნიცაში მსხვერპლია. ქალაქის მერის მიერ სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ხუთშაბათს, გვიან ღამით, ბასტილიის დღის აღსანიშნავ ეროვნულ დღესასწაულზე ფოიერვერკების საყურებლად თავმოყრილ ადამიანთა ჯგუფში საბარგო მანქანა შეიჭრა და მაღალი სიჩქარით სვლა გააგრძელა. პოლიციამ მოგვიანებით მძღოლს ცეცხლი გაუხსნა და ის მოკლა.

ადგილობრივი ტელეარხის BFM TV-ის ცნობით, სანაპიროზე მყოფთაგან, სულ ცოტა, 80 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა. თვითმხილველები ფიქრობენ, რომ ეს გამიზნული იერიში იყო. პარიზში დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, რომელშიც 130 ადამიანი დაიღუპა, ჯერ მხოლოდ 8 თვე გავიდა.

XS
SM
MD
LG