ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიცაში მომხდარი თავდასხმის გამოძიება საფრანგეთის ანტი-ტერორისტულ საგამომძიებლო დანაყოფს დაევალა. ბასტილიის დღის - საფრანგეთის ეროვნული დღის - აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე შეკრებილი ხალხის მასაში სატვირთო ავტომობილი შეიჭრა.



თვითმხილველების თქმით, ადამიანების თავშეყრის ადგილზე მისვლამდე მანქანა ნელი სიჩქარით მიდიოდა. ხალხთან მიახლოების შემდეგ კი მძღოლმა სიჩქარეს მოუმატა და დაახლოებით 2 კილომეტრის მანძილზე მიზანმიმართულად იღებდა ადამიანებს სამიზნედ. ამ დროისთვის, საფრანგეთის ოფიციალური პირების ცნობით, დაღუპულია 80-მდე ადამიანი. მათ შორის ბევრი ბავშვია.






საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა საგანგებო მდგომარეობა სამი თვის ვადით გააგრძელა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ინციდენტი "საზარელ ტერორისტულ აქტად" შეაფასა. მან დაღუპულთა ოჯახებს და ფრანგ ხალხს სამძმარი გამოუცხადა. ობამამ საფრანგეთის მთავრობას შეერთებული შტატების მხარდაჭერა და გამოძიების ჩატარებაში დახმარება შესთავაზა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG