ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

28 წლის აჰმად ხან რაჰამი დაკავებულია. ავღანური წარმოშობის ამერიკის მოქალაქე შაბათ საღამოს ჩელსის უბანში მომხდარი აფეთქების ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი. აფეთქების შედეგად 29 ადამიანი დაშავდა. უკანასკნელი 48 საათის განმავლობაში ნიუ-იორკში სულ 4 აფეთქება მოხდა.

ამ აფეთქებამდე რამდენიმე საათით წინ უძღოდა აფეთქება ნიუ იორკიდან 135 კილომეტრში, პარკში სანაგვე ყუთის აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

გამომძიებლები ახლა ცდილობენ დაადგინონ არის თუ არა კავშირი შაბათს მომხდარ აფეთქებასა და იმ რამდენიმე ასაფეთქებელ ნივთიერებას შორის, რომლებიც ნიუ იორკსა და ნიუ ჯერსიში იპოვეს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG