ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი „აიფედი" მალე გაყიდვაში გამოვა


ახალი „აიფედი“ 25 სანტიმეტრიანი ეკრანით, მაღალი ხარისხის კამერითა და ინტერნეტში უფრო სწრაფი კავშირის მეთოდით გამოირჩევა.

„დღეს ჩვენ ახალი აიფედის პრეზენტაცია მოვახდინეთ. მას უნიკალური მონაცემები გააჩნია. ეს განახლებული სახეობის პროდუქტი, წინამორბედი „აიფედისაგან“ მთლიანად განსხვავდება, “ - განაცხადა კომპანია „ეფლის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თიმ ქუკმა.

მან ასევე აღნიშნა რომ „აფედი,“ მომხარებელთა უმრავლესობას, სულ მალე, ტრადიციულ სამაგიდო კომიუტერებსა და ლეპტოპების გამოყენებას გაადავიწყებს. სწორედ ამიტომ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ეფლის“ კომპანია, წელს, 100 მილიონამდე „აიფედის“ გაყიდვას აპირებს.

XS
SM
MD
LG