ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული მედიის ცნობით, რუსეთში შეერთებული შტატების ელჩის პოსტს ჯონ ჰანტსმენი დაიკავებს. ჰანტსმენი ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს შეერთებულ შტატებს ჩინეთში წარმოადგენდა.

თეთრ სახლთან დაახლოებული პირების ინფორმაციით, დიპლომატმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეთავაზება უკვე მიიღო. თანამდებობაზე დამტკიცების შემთხვევაში ის ჯონ ტეფტს შეცვლის, ამერიკის ყოფილ ელჩს საქართველოსა და უკრაინაში.

რესპუბლიკელი ჰანტსმენი 2005-2009 წლებში უტას შტატის გუბერნატორი იყო. პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის პრეზიდენტობისას კი იყო შეერთებული შტატების ელჩი სინგაპურში. ის 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG