ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წინასწარი შედეგების მიხედვით, ნიდერლანდებში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს პარტიამ მემარჯვენე ნაციონალისტური გერტ ვილდერსის პარტია დაამარცხა.

აქამდე ხმების დაახლოებით ნახევარია დათვლილი და პარლამენტის 150 ადგილიდან უკვე 32 რუტეს ცენტრისტულმა სახალხო პარტიამ მოიპოვა.

მოსალოდნელია, რომ ვილდერსის პარტია, კიდევ ორი მოასპარეზე პარტიის მსგავსად, პარლამენტში 19 მანდატით შევა.

საარჩევნო კომისიის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 81-მა პროცენტმა მიიღო. არჩევნების საბოლოო ოფიციალური შედეგები 21 მარტს გახდება ცნობილი.

ვილდერსის კამპანია ევროპაში აღიქმებოდა როგორც პოპულისტური ტალღის აღზევება. არჩევნების შეეგებს უკვე დადებითად გამოეხმაურნენ ევროპელი ლიდერები. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუტეს გამარჯვება ტელეფონით მიულოცა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა კი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნიდერლანდები “ღიაობის დაფასებისთვის, სხვების პატივისცემისთვის და ევროპის მომავლის რწმენისთვის” შეაქო.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG