ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ჰოლანდიელი ამომრჩეველი ახალ პარლამენტს აირჩევს


დღეს ჰოლანდიაში საპარლამენტო არჩევნებია. ნიდერლანდების მოქალაქეების უმეტესი ნაწილი არჩევანს პრემიერ მინისტრ მარკ რუტის პარტიასა და ანტიიმიგრაციული, ანტიისლამისტური შეხედულებების მქონე კანონმდებლის გეერტ ვილდერსის პარტიას შორის აკეთებს.

არჩევნებამდე ჩატარებულმა ბოლო გამოკითხვებმა აჩვენა, რომ მოქმედი პრემიერის პარტია სულ მცირედით უსწრებდა ვილდერსის პარტიას. თუმცა ვილდერსის გამარჯვების შემთხვევაშიც, მთავრობის დასაკომპლექტებლად მას სხვა პარტიებთან კოალიციის შექმნა დასჭირდება. მოლაპარაკებებს შესაძლოა თვეები დასჭირდეს, რადგან ჰოლანდიის ყველაზე მსხვილმა პარტიებმა უკვე განაცხადეს იმის შესახებ, რომ ვილდერსთანარ ითანამშრომლებენ.

მუსლიმთა იმიგრაციის შეწყვეტა, ყურანის გაყიდვის აკრძალვა, მეჩეთების დახურვა და ნიდერლანდების მიერ ევროკავშირის დატოვება - ეს იყო ვილდერსის წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი დაპირებები.

ჰოლანდიის დღევანდელი არჩევნები რიგით პირველია წელს ევროპულ სახელმწიფოებში დაგეგმილი იმ უმნიშვნელოვანესი არჩევნებიდან, რომლებშიც მემარჯვენე ნაციონალისტური ლიდერები მოწინავე პოზიციებზე არიან: აპრილში საფრანგეთში ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიონ, გერმანია კი სექტემბერში ბუნდესტაგის ახალ შემადგენლობას აირჩევს.

XS
SM
MD
LG