ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესმენის ინიციატივით ვაშინგტონში ერთერთ მოედანს შესაძლოა ნემცოვის პლაზა ეწოდოს


ფლორიდის სენატორის მარკო რუბიო საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რათა ვაშინგტონში, რუსეთის საელჩოს წინ მდებარე მოედანს, „ბორის ნემცოვის პლაზა“ ეწოდოს. რუსეთის ოპოზიციის ლიდერი, მოსკოვში ორი წლის წინ მოკლეს.

რუბიოს მიერ შეთავაზებული კანონპროექტის თანახმად, შესაძლოა ვისკონსინის ავენიუს დიდ მონაკვეთს, სადაც საელჩოს დიდ კომპლექსში მთავარი შესასვლელია, სახელი გადაერქვას, რათა „ამერიკელ ხალხში გაღრმავდეს მიმდინარე დარღვევების შესახებ ცოდნა“, რაც პრეზიდენტ პუტინის მმართველობის ქვეშ მყოფ რუსეთში ხდება.

XS
SM
MD
LG