ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვში ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი დემონსტრაცია გაიმართა


ათასობით რუსეთის მოქალაქე მოსკოვის ქუჩებში გამოვიდა 26 თებერვალს, რათა პატივი მიეგო ორი წლის წინ დაღუპული ოპოზიციონერ ბორის ნემცოვის ხსოვნისთვის. ნემცოვს კრემლის მიმდებარე ტერიტორიაზე სასიკვდილოდ ესროლეს.

დემონსტრანტებს რუსეთის დროშები ეკავათ, დროშებზე კი ნემცოვის სიტყვები იყო გამოსახული: "რუსეთი გათავისუფლდება."

ბორის ნემცოვი პრეზიდენტ პუტინს უპირისპირდებოდა. რუსეთის ოპოზიციის წევრები დანაშაულს მთავრობას აბრალებენ. კრემლი კი უარყოფს მკვლელობის ორგანიზებას.

გასულ ოქტომბერს, მკვლელობის საქმეში მონაწილეობის ბრალდებით ოთხი ჩეჩენი სასამართლოს წინაშე წარსდგა. პრეზიდენტი პუტინი მკვლელობას "პროვოკაციას" უწოდებს. მან პირობა დადო, რომ დამნაშავეები "სათანადოდ დაისჯებოდნენ."

ორშაბათს, რუსეთში შეერთებული შტატების ელჩი ჯონ ტეფტი, ნემცოვის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, "ბოლშოი მოსკვორეცკის" ხიდზე მივიდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა მარკ ტონერმა განაცხადა: „ბორის ნემცოვმა დაგვტოვა, მაგრამ მისი სული ცოცხლობს იმ ახალგაზრდა და ასაკოვან რუსებში, ვისაც უფრო დემოკრატიული და წარმატებული საზოგადოების აშენება სურს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, რათა ბორის ნემცოვის მკვლელობაზე პასუხისმგებელი პირების გასამართლება უზრუნველყოს.

XS
SM
MD
LG