ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს, შეერთებული შტატების სენატი ნილ გორსაჩის დასამტკიცებელ პირველ მოსმენას გამართავს. მოსამართლე გორსაჩი, დონალდ ტრამპმა უზენაესი სასამართლოს ვაკანსიის შესავსებად წარადგინა.

2016 წლის თებერვალში, მოსამართლე ანტონინ სკალიას გარდაცვალების შემდეგ, უზენაეს სასამართლოს 1 მოსამართლე აკლია. ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ წარდგენილ კანდიდატს, მოსამართლე მერიკ გარლანდს, რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულ სენატში თანამდებობაზე დასამტკიცებელი მოსმენა არ ჰქონია.

20 მარტს გორსაჩის და სენატის იურიდიული კომიტეტის შესავალი სიტყვებია დაგეგმილი. სამშაბათს და ოთხშაბათს კანდიდატს კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. მოსმენის დამთავრება ხუთშაბათისთვის არის დაგეგმილი.

თანამდებობაზე დამტკიცების შემთხვევაში, გორსაჩი სასამართლოში კონსერვატიულ, 5-4 უმრავლესობას აღადგენს, რომელიც სკალიას გარდაცვალებამდე იყო.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG