ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო უკრაინის საკითხებს განიხილავს


„ნატო“-ს მაღალი დონის შეხვედრა უკრაინის კრიზისის დაწყებიდან პირველად იმართება

„ნატო“-ს საგარეო საქმეთა მინისტრები სამშაბათს ბრიუსელში იკრიბებიან, რათა რუსეთის მიერ ყირიმის მიტაცების გამო, უფრო ძლიერი პასუხი შეიმუშაონ. „ნატო“-ს მაღალი დონის შეხვედრა უკრაინის კრიზისის დაწყებიდან პირველად იმართება.

ჯერ-ჯერობით „ნატო“-მ ბალტიისპირეთის საჰაერო სივრცის პატრულირება გააძლიერა და პოლონეთთან ერთად უფრო ინტენსიურ სამხედრო წვრთნებს გეგმავს. დიპლომატები ამბობენ, რომ უნდა გადაწყვიტონ „ნატო“-ს სამხედრო წვრთნების გაძლიერების საკითხი და შესაძლოა რუსეთის საზღვრებთან უფრო ახლოს, აღმოსავლეთ ევროპაში, მუდმივი სამხედრო ბაზების განლაგების საკითხიც განიხილონ.

რუსეთმა ორშაბათს ასობით სამხედრო გაიყვანა უკრაინის საზღვრიდან, თუმცა ათასობით რუსი ჯარისკაცი ჯერ კიდევ საზღვარზე იმყოფება. სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს უთხრა, რომ რუსული სამხედრო ძალები უკრაინის შიგნით „შიშის კლიმატს“ ქმნიან.
XS
SM
MD
LG