ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს სამიტის დასკვნითი დღე


დღეს ჩიკაგოში ნატოს ლიდერების სამიტი სრულდება. შეხვედრის მთავარი თემა ავღანეთში შექმნილი ვითარება და მასში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მონაწილეობაა. ნატოს ლიდერები თანხმდებიან გეგმაზე, რომლის მიხედვითაც მომავალ წელს ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისთვის პასუხისმგებლობის გადაბარება დაიწყება, ვიდრე ალიანსის ნაწილები 2014 წლის ბოლოსთვის ქვეყანას დატოვებენ.

პრეზიდენტ ობამას განცხადებით, ტრანზიცია უკვე ხორციელდება. პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ საერთაშორისო თამეგობრობა ავღანეთს არ მიატოვებს. „რამდენადაც ავღანელები დაიცავენ საკუთარ უსაფრთხოებას, ისინი არ დარჩებიან მარტო,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ

გუშინ ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი მთავრობის მზადყოფნა ამ გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით, რათა ავღანეთი აღარ იყოს ტვირთი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.

ამასთანავე, ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განცხადა, რომ ალიანსი არ აპირებს ძალების ნაჩქარევად გაყვანას და ნატო მზადაა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება ავღანეთთან გრძელვადიანი პარტნიორობის შესახებ 2014 წლის შემდეგაც. დღესდღეობით ავღანეთში ნატოს კოალიციის მისიით 130 ათასი ჯარისკაცი იმყოფება. გასულ კვირას საფრანგეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი პირობა წლის ბოლომდე ავღანეთიდან ფრანგული 3300 კაციანი დანაყოფის გაყვანის შესახებ.

XS
SM
MD
LG