ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოში 75 წლის იუბილე უკრაინის საკითხში ერთიანი პოზიციით აღნიშნეს


ნატო 75 წლის გახდა - ალიანსი გუშინ, დღეს, ხვალ
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:11:22 0:00

ნატო 75 წლის გახდა - ალიანსი გუშინ, დღეს, ხვალ

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას დღეს 75 წელი შეუსრულდა. 1949 წელს, სულ 12 დამფუძნებელი ქვეყნის მიერ ჩამოყალიბებული ტრანსატლანტიკური ალიანსი დღეს 32 წევრ სახელმწიფოს ითვლის.

4 აპრილს, ბრიუსელში შეკრებილმა ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ალიანსის იუბილე დროშებით, ტორტით და მარშის შესრულებით აღნიშნეს. გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კი კიდევ ერთხელ შეახსენა შეერთებულ შტატებს, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის მესამე წელს, ვაშინგტონს პარტნიორები უფრო ესაჭიროება, ვიდრე როდესმე.

ერთი დღით ადრე, 3 აპრილს ნატოში გამართულ შეხვედრაზე, ალიანსის წევრები შეთანხმდნენ იმაზე, რომ მათ უნდა დაიწყონ უკრაინის სამხედრო დახმარების კოორდინაციის საქმეში, უფრო დიდი როლის შესრულების დაგეგმვა, რათა კიევს რუსეთის თავდასხმასთან გამკლავებაში დაეხმარონ. ამას გარდა, ისინი შეთანხმდნენ იმაზე, რომ საჭიროა ნატოს ერთიანობის ჩვენება ამ მიმართულებით, რადგან უკრაინა ჯერ კიდევ ელოდება დაახლოებით 60 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს, რომელიც ამერიკის დემოკრატმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წარადგინა, მაგრამ ის რესპუბლიკელი კანონმდებლებით კონტროლირებულ კონგრესში უკვე რამდენიმე თვეა ყოვნდება.

ევროპის კონტინენტზე მსგავსი მასშტაბის კონფლიქტი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა. რუსეთის მიერ 2022 წლის თებერვალში დაწყებული აგრესიული, უკანონო და გაუმართლებელი ომი უკვე მესამე წელს ითვლის.

„ევროპას სჭირდება ჩრდილოეთ ამერიკა თავისი უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა სტოლტენბერგმა დღეს ბრიუსელში გამართულ ცერემონიაზე. მისი თქმით, "ამავდროულად, ჩრდილოეთ ამერიკასაც სჭირდება ევროპა. ევროპელი მოკავშირეები უზრუნველყოფენ მსოფლიო კლასის სამხედროებს, დაზვერვის ფართო ქსელს და უნიკალურ დიპლომატიურ ბერკეტებს, რაც ამერიკის ძლიერებას კიდევ უფრო ზრდის."

აშშ - ნატო
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:20 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG