ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტამბოლში ნატოს წევრი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრა მიმდინარეობს


ნატოს ვიზიტი საქართველოში

ნატოს ვიზიტი საქართველოში

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ წლების განმავლობაში ალიანსის ქმედებები „პროპორციული და თავდაცვითი ხასიათის“ იყო და საერთაშორისო ვალდებულებებს ეთანხმებოდა.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეისადმი მიმართვაში, სტოლტენბერგი რუსეთთან ურთიერთობებს, თურქეთში წარუმატებელ პუტჩს და ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებს შეეხო.

რუსეთთან მიმართებაში სტოლტენბერგმა თქვა, რომ ალიანსი ორ მიმართულებიან მიდგომას მიმართავს, რაც „შინაარსიან დიალოგთან ერთად ძლიერ თავდაცვას“ გულისხმობს.

ივლისში, თურქეთში მომხდარი წარუმატებელი პუტჩის შესახებ მან თქვა, რომ ეს იმის „გამომაფხიზლებელი შეხსენება“ იყო, რომ დემოკრატია და თავისუფლება თავისთავად არ მოდის და მას „მტკიცედ დაცვა“ სჭირდება.

სტოლტენბერგმა თქვა, რომ დონალდ ტრამპის მომავალ ადმინისტრაციასთან მუშაობას აპირებს და „მოვალეობების უკეთ განაწილება“ ტრანსატლანტიკურ კავშირს უფრო განამტკიცებს.

XS
SM
MD
LG