ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო ფინანსური ვალდებულებების შესრულებას ითხოვს


იენს სტოლტენბერგი - ნატოს გენერალური მდივანი

ნატოს გენერალური მდივანი ევროპელ მოკავშირეებს სამხედრო-პოლიტიკური ალიანსისთვის განსაზღვრული დანახარჯების ზრდისკენ მოუწოდებს, ისე, როგორც ამას წევრ ქვეყნებს 2014 წლის შეთანხმება ავალდებულებს და როგორც ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ითხოვს. იენს სტოლტენბერგის თქმით, ეს ნაბიჯი არსებითად მნიშვნელოვანია ალიანსის საფუძვლის, “ტრანს-ატლანტიკური ურთიერთობის სიძლიერის შესანარჩუნებლად”.

სტოლტენბერგმა ორშაბათს მსოფლიოს უდიდესი სამხედრო ალიანსის ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. ჟურნალისტებს მან უთხრა, რომ წევრ ქვეყნებს შორის ტვირთის გადანაწილება სამართლიანად ჯერ კიდევ არ ხდება. ნატოს წევრი 28 სახელმწიფოდან ფინანსურ ვალდებულებებს მხოლოდ 5 ქვეყანა -შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, ესტონეთი, საბერძნეთი და პოლონეთი- ასრულებს. ისინი თავდაცვაზე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 2 პროცენტს ხარჯავენ.

“თითქმის 70 წელია ევროპას და ჩრდილოეთ ამერიკას შორის ჩამოყალიბებულმა უნიკალურმა თანამშრომლობამ ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს მშვიდობის და წარმატების გარანტიები შექმნა” - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა. მისი თქმით, ეს არის “მონაპოვარი”, რომელიც თავისით არ მიიღწევა.

XS
SM
MD
LG