ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალიანსი ყურადღებას ხარჯვით ნაწილზე გაამახვილებს


იენს სტოლტენბერგი ჟურნალისტებთან შეხვედრაზე
იენს სტოლტენბერგი ჟურნალისტებთან შეხვედრაზე

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა დღეს განაცხადა, რომ წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ფოკუსირებას თავდაცვის საჭიროებებით გათვალისწინებული ხარჯების გაზრდაზე მოახდენენ. იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრის წინ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გასულ წელს ნატოს წევრებმა ხარჯვითი ნაწილი 10 მილიარდით გაზარდეს. თუმცა, 28 წევრი ქვეყნიდან მხოლოდ ხუთმა შეძლო წევრობით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულების დაკმაყოფილება, ანუ - მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ის თავდაცვის საჭიროებებისთვის გამოყოფა.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ალიანსი და მისი წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არაერთხელ გააკრიტიკა. ინაუგურაციის შემდეგ, ტრამპმა ნატოს მხარდაჭერა გამოხატა, მათ შორის - იენს სტოლტენბერგთან ტელეფონით ორჯერ საუბრისას. დღეს ბრიუსელში, ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების მოლაპარაკებაში მონაწილეობის მისაღებად შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ჯიმ მატისიც გაემგზავრა.

XS
SM
MD
LG