ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი გენერალ ფლინით იმედგაცრუებულია


მაიკ პენსი და იენს სტოლტენბერგი
მაიკ პენსი და იენს სტოლტენბერგი

მაიკ პენსი “იმედგაცრუებას” გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ გენერალმა მაიკლ ფლინმა, ყოფილმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მას რუსეთის ელჩთან საუბრის შესახებ სრული ინფორმაცია არ მიაწოდა. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს კითხვა ამასთან დაკავშირებით, ნატოს შტაბ-ბინაში ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე დაუსვეს. შესაბამისად, პენსის თქმით, მან მაშინათვე დაუჭირა მხარი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას პოსტზე ფლინის შეცვლის შესახებ.

თეთრმა სახლმა თანამდებობა, რომელიც ფლინს მხოლოდ 24 დღის მანძილზე ეკავა, თავიდან ადმირალ რობერტ ჰარვარდს შესთავაზა, მაგრამ მან პოსტის დაკავებაზე უარი თქვა. თეთრი სახლის განცხადებით, შემდეგ ადამიანს, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნება, უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებით, საკადრო გადაწყვეტილებების მიღების სრული უფლებამოსილება ექნება. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც ჰარვარდმა შეთავაზებაზე უარი თქვა.

XS
SM
MD
LG