ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის პრემიერ-მინისტრი ჰაიდერ ალ-აბადი აცხადებს, რომ ქალაქ მოსულზე კონტროლის დასაბრუნებლად დაწყებული ოპერაცია უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. ამ ფონზე, ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტი მოსულისთვის მებრძოლ ერაყის სამხედრო ძალებს მოუწოდებს ძალიან სწრაფად არ იბრძოლონ, პირიქით შეინარჩუნონ უპირატესობა და ზეწოლა, რათა მტერს დამატებითი შესაძლებლობა არ გაუჩინონ.

ამ ფონზე, საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია save the children იტყობინება, რომ ქალაქის ათასობით მაცხოვრებელი მოსულიდან გაიქცა. 5-ათასამდე მათგანმა მეზობელ სირიაში, ლტოლვილთა ბანაკს შეაფარა თავი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG