ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსულიდან ლტოლვილების რაოდენობა იზრდება


საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია “Save the Children” აცხადებს, რომ ერაყის ქალაქი მოსული ათასობით ადამიანმა დატოვა. ჩრდილოეთ ერაყის ქურთისტანისა და ერაყის შეიარაღებული ძალების მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაციის ფონზე, რომლის მიზანიც მოსულიდან დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” განდევნაა, მოსახლეობა ქალაქიდან თავის დაღწევას ცდილობს.

უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში სირიაში მდებარე ლტოლვილების ბანაკში მოსულიდან 50 ათასზე მეტი ადამიანი ჩავიდ. ორგანიზაცია აცხადებს, რომ მომდევნო დღეების და კვირების განმავლობაში ლტოლვილების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

მოსულში მებრძოლ ქურთისტანის შეიარაღებულ ძალებთან ერთად 100 ამერიკელი ჯარისკაცი იბრძვის. პენტაგონის ინფორმაციით, ქალაქში “ისლამური სახელმწიფოს” 3000-დან 5000-მდე მებრძოლია გამაგრებული.

XS
SM
MD
LG