ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის საბრძოლო კოალიცია ქალაქ მოსულზე იერიშს სამხრეთის მიმართულებით აგრძელებს. შეიარაღებული ძალების პრესსპიკერის განცხადებით, ძალთა კონსოლიდაციის შედეგად, შეტევა უკვე მესამე დღეა ძლიერდება.

კოალიციაში მონაწილეობენ ერაყის ფედერალური პოლიციის ჯარები, შინაგანი სამინისტროს სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფები და ჯარის ნაწილები. კვირას დაწყებული იერიშების შედეგად, სახელმწიფო ძალებმა მოსულის სამხრეთით, დამატებით 123 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს.

შეერთებული შტატების მხარდაჭერით მებრძოლი ძალები ორშაბათს მოსულის აეროპორტს მიუახლოვდნენ. აეროპორტის აღების შემდეგ, ერაყელები ქალაქს დასავლეთის მიმართულებიდანაც შეუტევენ, რომელსაც დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” აკონტროლებს.

XS
SM
MD
LG