ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მანჩესტერში აფეთქებასთან კავშირში ეჭვმიტანილი 8 პირია დაკავებული


ორშაბათს მანჩესტერში მომხდარ აფეთქებასთან შესაძლო კავშირის ბრალდებით ამ დროისთვის 8 ადამიანია დაკავებული. ორი მამაკაცი გუშინ ჩატარებული რეიდისას დააპატიმრეს. იმავე დღეს მანჩესტერის ჩრდილოეთით მდებარე ბინაში დაკავებული ქალი კი გაათავისუფლეს.

ბრიტანეთის პოლიცია დაკავებულებისა და მომხდართან მათი უშუალო კავშირების შესახებ მეტ ცნობას არ ასაჯაროებს. პრემიერ-მინისტრმა ტრეზა მეიმ სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ ქვეყანაში ტერორიზმის საფრთხე ჯერ კიდევ „კრიტიკულად მაღალია“.

დედოფალმა ელისაბედ მეორემ კი დაშავებულები საავადმყოფოში მოინახულა.

პოლიციის ინფორმაციით, წარმოშობით ლიბიელმა 22 წლის სალმან აბედიმ ორშაბათს, მანჩესტერში ამერიკელი მუსიკოსის კონცერტის შემდეგ ხელნაკეთი ბომბი აამოქმედა. 22 ადამიანი დაიღუპა, 64 კი დაშავდა. მათ შორის უმეტესობა ახალგაზრდა, ბევრი კი ბავშვია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG