ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლდოვაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე სოციალისტური პარტიის კანდიდატი იგორ დოდონი გამარჯვებას ზეიმობს. საარჩევნო კომისიამ ხმების თითქმის ბოლომდე დათვლის შემდეგ გამოაცხადა, რომ მეორე ტურის შედეგების მიხედვით, დოდონი 52.3 %-ით პროევროპული ძალების წარმომადგენელს მაია სანდუს (47.7%) ამარცხებს.

კვირას გვიან ღამით გამართულ პრესკონფერენციაზე იგორ დოდონმა 3.5 მილიონიან ქვეყნის მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ ის თითოეული ადამიანის პრეზიდენტი იქნება. „დღეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყნის დანაწევრება თავიდან ავიცილოთ. მე ყველა მოლდოველის პრეზიდენტი ვიქნები... მოვუსმენ მათაც, ვინც ხმა ჩემს წინააღმდეგ მისცა, რადგან დღეიდან მე მთელი ქვეყნის პრეზიდენტი ვარ“ - განაცხადა მან.

დოდონი ხალხს ორ უახლოეს მეზობელთან - რუმინეთთან და უკრაინასთანაც კარგ ურთიერთობებზე ზრუნვას დაპირდა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG