ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლდოვამ რუსული საინფორმაციო სააგენტოების ვებგვერდები დაბლოკა


მოლდოვამ ორშაბათს ძირითადი რუსული საინფორმაციო სააგენტოების ვებგვერდებზე ქვეყნის შიგნით წვდომა დაბლოკა. ამ ვებგვერდებს შორისაა“ინტერფაქსი“ და “ტასსი“. მოლდოვამ ის მათ ბრალი ქვეყნის წინააღმდეგ საინფორმაციო ომში მონაწილეობაში დასდო.

მოლდოვა, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა რუმინულენოვანია და რომელიც უკრაინასა და ნატოს წევრ რუმინეთს შორის მდებარეობს, კრემლს მისი პროდასავლური მთავრობის დამხობის მცდელობაში ადანაშაულებს.

აკრძალვას ფონად წინასაარჩევნო პროცესები გასდევს. მოლდოვაში ადგილობრივი არჩევნები ამ კვირის ბოლოს გაიმართება.

მოლდოვას დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის მიერ ონლაინ გამოქვეყნებულ განკარგულებაში ჩამოთვლილია 31 ვებგვერდი, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა დაიბლოკოს „მოლდოვას რესპუბლიკის წინააღმდეგ საინფორმაციო ომში გამოყენებული ონლაინ კონტენტის გამო“.

რუსული ჯარი ქვეყნის, ძირითადა რუსულენოვან სეპარატისტულ რეგიონ დნესტრისპირეთში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არის განლაგებული. ამასთან, მოლდოვაში მოქმედ მთავარ ოპოზიციურ პარტიებს დიდი ხანია მჭიდრო კავშირი აქვთ მოსკოვთან. რუსეთი უარყოფს მოლდოვას საქმეებში ჩარევას და პრეზიდენტ მაია სანდუს ქვეყნებს შორის მტრობის ხელშეწყობაში ადანაშაულებს.

XS
SM
MD
LG