ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დღეს რუსეთის, უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს ბერლინში მასპინძლობს. შეხვედრის მიზანი მინსკის შეთანხმების ამოქმედებაა, რომლის დანიშნულებაც აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა და კონფლიქტის პოლიტიკური გზებით გადაჭრაა.

რუსეთსა და დასავლეთს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე, კანცლერმა მერკელმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი მინსკის შეთანხმების მომდევნო ნაბიჯებზე სასაუბროდ შეკრიბა, მაგრამ შეხვედრაზე დიდი პროგრესის მიღწევის იმედი არ არსებობს.

გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას მერკელმა განაცხადა, რომ “პროცესები ბევრი მიმართლებითაა შეჩერებული, როგორიცაა ცეცხლის შეწყვეტა და ჰუმანიტარული საკითხები.” მან ასევე დასძინა, რომ ნებისმიერი ძალისხმევა ღირს იმად რომ პროგრესის შესაძლებლობა გაჩნდეს.

XS
SM
MD
LG