ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაიკ პენსი ინდონეზიაში რელიგიურ მრავალფეროვნებას აქებს


ოთხშაბათს, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა, რომელიც ინდონეზიაში პრეზიდენტ ჯოკო ვიდოდოსთან და სამხრეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის ოფიციალურ პირებთან მოსალაპარაკებლად იმყოფება, ინდონეზია, მისი თქმით, „ზომიერი ისლამის ტრადიციის“ გამო შეაქო.

მან ასევე ხაზი გაუსვა „ნავიგაციის ფუნდამენტური თავისუფლების“ საჭიროებას და თქვა, რომ მას და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ინდონეზიასთან ეკონომიკური ურთიერთობის გაფართოება სურთ.

პენსი ვიზიტის ფარგლებში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში უდიდეს, ჯაკარტის ისტიქლალის მეჩეთსაც ეწვია და სხვადასხვა სარწმუნოების რელიგიურ ლიდერებს შეხვდა, მათ შორის მუსლიმებს, ქრისტიანებს, ბუდისტებს და ინდუსებს.

ინდონეზია მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი მუსლიმი მოსახლეობის ქვეყანაა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG