ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიშელ ობამას ფოტო ჰაკერების ვებგვერდზე მოხვდა


ჰაკერების ვებგვერდზე “დი-სი ლიქს” (DC Leaks) გამოქვეყნებულ მიშელ ობამას სურათის ანოტაციაში წერია, რომ ეს ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის პასპორტის ფოტოა. გამოქვეყნებულია ასევე პირადი მიმოწერის ნაწილიც, რომელიც ვებგვერდის ავტორების ცნობით, ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო კამპანიასთან მომუშავე, თეთრი სახლის დაბალი რანგის მქონე ერთ-ერთ თანამშრომელს ეკუთვნის.

ინფორმაცია ჯერჯერობით გადამოწმებული არ არის. თეთრი სახლის ადმინისტრაციამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ პუბლიკაციის შესახებ მათთვის ცნობილია და ისინი საქმის ვითარებაში გარკვევას ცდილობენ.

ახლახან იგივე ვებგვერდზე ყოფილი სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის პირადი მიმოწერის ნაწილი გამოქვეყნდა, რომელშიც ის კლინტონის და დონალდ ტრამპის მიმართ საკუთარ ანტიპათიას გამოხატავდა. პაუელმა მოგვიანებით პუბლიკაციის ავთენტურობა დაადასტურა.

XS
SM
MD
LG