ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სატელიტის მონაცემების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ მალაიზიის ავიახაზების რეის 370-ს არავინ მართავდა, როცა მან 2014 წლის მარტში ინდოეთის ოკეანეში კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავის ბორტზე 239 ადამიანი იმყოფებოდა.

ავსტრალიის ტრანსპორტის უსაფრთხოების ბიურომ ანგარიში გამოქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ სატელიტიდან მიღებული ინფორმაცია ადასტურებს, რომ თვითმფრინავი “მაღალი და მზარდი სიჩქარით” განიცდიდა ვარდნას, სანამ ის რადარებიდან გაქრებოდა. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ თვითმფრინავს, სავარაუდოდ, ავტოპილოტი მართავდა და არა ადამიანი. ამ ვერსიას ნაპირზე გამორიყული ფრთის ნაწილის მოძრავი კომპონენტებიც ამყარებს.

ორი წლის განმავლობაში თვითმფრინავის რამდენიმე ნაწილი ნაპირზე გამოირიყა, თუმცა უწყვეტი ძებნის მიუხედავად, დღემდე ვერ ხერხდება მთლიანი თვითმფრინავის პოვნა. სამძებრო სამსახურები ოკეანის ფსკერზე 120 ათასი კვადრატული კოლომეტრის ფართობზე ეძებენ თვითმფრინავის ნარჩენებს. თუ 2017 წლის დასაწყისში თვითმფრინავის კატასტროფის ადგილსამყოფელზე ახალი ინფორმაცია არ გამოვლინდა, მალაიზიის ავიახაზების რეისი 370-ის ძებნა შეწყდება.

XS
SM
MD
LG