ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო ამნისტია: "მექსიკაში ქალ პატიმრებზე სექსუალურად ძალადობენ"


უფლებადამცველი ორგანიზაცია საერთაშორისო ამნისტია აცხადებს, რომ მექსიკაში პატიმრობაში მყოფი ათობით ქალი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია.

დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში, ორგანიზაცია 100 პატიმარ ქალთან დეტალურ ინტერვიუს აქვეყნებს. აქედან 72 აცხადებს, რომ მათზე სექსუალურად იძალადეს.

“ამ ქალების ისტორიები შოკისმომგვრელ სურათს ხატავს. მექსიკის ციხეებში მყოფი ქალები წამების ობიექტები არიან, დაკითხვების რუტინულ ნაწილადაა ქცეული სექსუალური ძალადობა,” აცხადებს ერიკა გევარა-როსა, საერთაშორისო ამნისტიის წარმომადგენელი.

ანგარიშის მიხედვით, მექსიკის ქალი პატიმრების უმრავლესობა სასჯელს პირველად იხდიდა და ძირიდად დაბალშემოსავლიან ფენას მიეკუთვნებოდა. მათი დიდი ნაწილი აცხადებს, რომ წამებიდან რამდენიმე საათში ხელს აწერდნენ აღიარებით ჩვენებებს.

XS
SM
MD
LG