ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მერკელი: ბრიტანეთი დარჩება ევროპის კავშირის და ნატოს ახლო მოკავშირედ


დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში გამართული რეფერენდუმის შემეგ, ევროპის კავშირის ლიდერებმა იმაზე ფიქრი დაიწყეს, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ურთიერთობა არაწევრ ქვეყანასთან.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დღეს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ბრიტანეთი ევროპის კავშირის წევრის პრივილიგიებს დაკარგავს, მაგრამ დარჩება ევროპის კავშირის და ნატოს ახლო მოკავშირედ. მერკელმა ასევე განაცხადა, რომ ევროპამ თვალი არ უნდა დახუჭოს ისეთ პრობლემებზე როგორიცაა მიგრანტების კრიზისი და გამოწვევებთან გასამკლავებლად უნდა გაერთიანდეს, რათა თავიდან აიცილოს დანაწევრება.

ბრიტანეთზე, როგორც არაწევრ ქვეყანაზე საუბრისას, მერკელმა ნორვეგიის მაგალითი მოიყვანა, რომელსაც თავისუფალ ბაზარზე წვდომა აქვს.

თუ ბრიტანეთის პარლამენტი რეფერენდუმის შედეგების რატიფიცირებას მოახდენს, ევროკავშირიდან გამოყოფის პროცესი ორ წელიწადს გასტანს, ამ პროცესის დასრულებამდე, ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი ფორმალურად ისევ იქნება.

XS
SM
MD
LG