ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მელანია ტრამპი ცილისწამების გამო უჩივის ბრიტანულ კომპანიას, რომელიც “დეილი მეილის” ვებგვერდს გამოსცემს. შეერთებული შტატების პირველი ლედი აცხადებს, რომ 2016 წლის აგვისტოში, მათ გვერდზე გამოქვეყნებულმა მასალამ მილიონობით დოლარი დააკარგვინა მაშინ, როცა ის “მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მეტად ფოტოგრაფირებული ქალი უნდა ყოფილიყო”.

მასალაში განიხილებოდა უსაფუძვლო ბრალდება, რომელიც მანამდე წიგნში და სლოვენიურ ჟურნალში გამოქვეყნდა. პუბლიკაციების მიხედვით, სააგენტო, სადაც მელანია ტრამპი ახალგაზრდობაში მუშაობდა, სინამდვილეში არა სამოდელო, არამედ საექსკორტო სააგენტო იყო. ადვოკატები პროსტიტუციის ყალბი ბრალდების სანაცვლოდ, რამაც, მათი თქმით, მელანია ტრამპს ზარალი არამარტო მორალურად, არამედ ბიზნეს-ინტერესების მხრივაც მიაყენა, გამოცემისგან 150 მილიონ დოლარს ითხოვენ.

XS
SM
MD
LG