ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატის დონალდ ტრამპის კრიტიკულმა გამონათქვამებმა დაღუპული ამერიკელი, მუსლიმი ჯარისკაცის ოჯახის მისამართით, რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიის წევრების, ისევე როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეების საპროტესტო განცხადებები გამოიწვია.

გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი ამბობს, რომ ის საფუძველშივე არ ეთანხმება ტრამპის მოსაზრებას, რომ დაღუპული ჯარისკაცის, არმიის კაპიტნის ჰუმაიონ ხანის მსგავსი იმიგრანტები არ უნდა შემოუშვან შეერთებულ შტატებში. მან აღნიშნა, რომ დროა ტრამპმა მაგალითი მისცეს ამერიკას და რესპუბლიკურ პარტიას.

აღსანიშნავია, რომ ტრამპის ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატმა მაიკ პენსმა უკვე განაცხადა, რომ დაღუპული ჰუმაიონ ხანი გმირია.

დონალდ ტრამმპმა კი ტვიტერში ორშაბათს დაწერა, რომ მთელი ეს დისკუსია არა ხანის ოჯახის ირგვლივ, არამედ რადიკალური ისლამური ტერორიზმის თემის ირგვლივ დაიწყო.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG