ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ჯიმ მატისმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ერაყში ნავთობის ჩამორთმევას არ გეგმავს. ამის შესახებ ადრე პრეზიდენტი ტრამპი საუბრობდა, რომელიც ნავთობს ამერიკის სამხედრო მოქმედების „ნადავლად“ მოიხსენიებდა და ამბობდა, რომ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ მისი გაყიდვის საშუალება არ უნდა მისცემოდა.

მატისი მის თანმხლებ ჟურნალისტებს ერაყში დაუგეგმავი ვიზიტის დროს ესაუბრა. ვიზიტი ქალაქ მოსულის დასავლეთი ნაწილიდან, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ გასაძევებელი სამხედრო იერიშის მეორე დღეს შედგა.

კვირას, როცა მოსულის იერიში დაიწყო, მატისმა თქვა, რომ შეერთებული შტატების როლი, რომელიც საჰაერო იერიშებით და ერაყის ჯარებისთვის სამხედრო მრჩევლების მიწოდებით განისაზღვრებოდა, უცვლელი დარჩება.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG