ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარინ ლე პენი ევროპას და აშშ-ს აკრიტიკებს


საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა მარინ ლე პენმა ლიბანში სასულიერო ლიდერთან შეხვედრა მას შემდეგ გააუქმა, რაც მას თავსაბურავის დახურვა სთხოვეს. ამავე კვირას, ლე პენმა პარიზში გამართულ საჯარო მიმართვაში ევროპის კავშირი, ნატო და გლობალური ვაჭრობა უარყო.

ექსპერტების შეფასებით, გასული კვირა კარგად აჩვენებს იმას, თუ როგორი იქნება საფრანგეთის საგარეო პოლიტიკა პრეზიდენტად ლე პენის არჩევის შემთხვევაში.

“საფრანგეთის პოლიტიკა პარიზში გადაწყდება. ჩვენს პოლიტიკას და მის აღსრულებას არ გადაწვეყენ მოკავშირეები, ალიანსები და ხელშეკრულებები,” განაცხადა ლე პენმა პარიზში გამართულ კონფერენციაზე.

ამავე სიტყვაში, 48 წლის კანდიდატმა, გააკრიტიკა ევროპის კავშირის და შეერთებული შტატების პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში და რუსეთთან მიმართებით.

XS
SM
MD
LG