ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მალაიზია დაკარგულ თვითმფრინავს კვლავ ეძებს


მალაიზიელი ოფიციალური პირები უარყოფენ ბრალდებას იმის თაობაზე, რომ დაკარგულ თვითმფრინავთან დაკავშირებით ისინი არათანმიმდევრულ ინფორმაციას ავრცელებენ.

ტანსპორტის მინისტრი ჰიშამუდინ ჰუსეინი აცხადებს, რომ მალაიზია „უპრეცედენტო“ სიტუაციას ართმევს თავს და მიიღებს „ყველა საჭირო ზომას“ მალაიზიის ავიახაზების ბოინგ 777-ის საპოვნელად, რომელიც შაბათს გაუჩინარდა.

„მე ვიზიარებ მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების ოჯახების გულისტკივილს და პირობას გაძლევთ, არ შევანელებთ ტემპს და გავაკეთებს ყველაფერს დაკარგული თვითმფრინავის მოსაძებნად.“

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მინისტრმა განაცხადა, რომ 12 ქვეყნის წარმომადგენელი 42 გემი და 39 თვითმფრინავი კვლავ ეძებს თვითმფრინავის კვალს, თუმცა ჯეროჯერობით უშედეგოდ.

მისივე თქმით, ყურადღება ახლა სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე მახვილდება, სადაც სამოქალაქო ავიაციის რადარებმა თვითმფრინავი ბოლოს დააფიქსირეს.
XS
SM
MD
LG