ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონში დანით თავდამსხმელი დააკავეს


ლონდონის პოლიციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე არ არსებობს იმის დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ სომალელი მამაკაცი, რომელიც დანით დაესხა ადამიანებს თავს, რადიკალიზებული იყო. თავდასხმის დროს მან ერთი ადამიანი მოკლა და ხუთი დაჭრა. მოკლული ქალი ამერიკის მოქალაქეა.

პოლიციამ 19 წლის მამაკაცი ტეიზერის გამოყენების შემდეგ ლონდონის უნივერსიტეტთან დააკავა. მისი ვინაობა საჯაროდ გაცხადებული ამ დრომდე არ არის.

სამართალდამცავების ინფორმაციით, თავდამსხმელს სავარაუდოდ ფსიქიკური აშლილობა აქვს. ის ამჟამად პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ ერთ-ერთ ადგილობრივ საავადმყოფოში იმყოფება.

XS
SM
MD
LG