ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ იორკის ნაწილს ელექტრომომარაგება აღუდგა


აშშ-ის ჩრდილო აღმოსავლეთ შტატები, ნიუ ჯერსი და კონექტიკუტი კვლავ ელექტროენერგიის გარეშე რჩებიან

ნიუ იორკში, ქვემო მანჰეტენზე ელექტროენერგიით მომარაგება აღდგა, თუმცა მანჰეტენის სხვა უბნები კვლავ სიბნელეშია. ამას ემატება ნიუ იორკში ტემპერატურის ვარდნა და საწვავის დეფიციტი.

შუქის მოსვლას ქვემო მანჰეტენის მაცხოვრებლები დიდი ოვაციებით შეხვდნენ. ელექტროენერგიის გადამანაწილებელი სადგურის დაზიანების გამო ორშაბათიდან ნიუ იორკელების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. .

აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე შტატები, ნიუ ჯერსი და კონექტიკუტი კვლავ ელექტროენერგიის გარეშე რჩება. შაბათს პრეზიდენტმა ობამა პირობა დადო, რომ სტიქიით დაზარალებული თითოეული მოქალაქე პირველად დახმარებას მიიღებს.

XS
SM
MD
LG