ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ქვაკუთხედი დემოკრატიის გზაზე“


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ლიბიაში პირველი თავისუფალი არჩევნების ჩატარებას მიესალმა. მისი თქმით, ეს ქვეყნის დემოკრატიზაციის გზაზე კიდევ ერთი ქვაკუთხედია. ბარაკ ობამამ ლიბიელებს ამერიკელი ხალხის სახელით ეს წარმატება მიულოცა. ლიბიელებს ტოკიოდან მიმართა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმაც:

„ოთხ დეკადიანი ავტორიტარული მმართველობის შემდეგ, ლიბიის ყველა კუთხეში ქალები და მამაკაცები საკუთარი მომავლის განსაზღვრას იწყებენ. და ეს არის ხალხის ნება და არა დიქტატორის ახირება,“ - განაცხადა ჰილარი კლიტონმა.
XS
SM
MD
LG