ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატიის უკუსვლა ევროპაში


ოპოზიციონერი ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილი, მოსკოვი.
ოპოზიციონერი ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილი, მოსკოვი.

ადამიანის უფლებები და თავისუფლებები ევროპაში მზარდი თავდასხმების ქვეშაა, აცხადებს ადამიანის უფლებათა ამერიკული ორგანიზაცია.

ვაშიგნტონში ბაზირებულმა ფრიდომ ჰაუსმა ცენტრალური ევროპის და ევრაზიის 29 ქვეყანა შეისწავლა და აცხადებს, რომ მათ ნახევარში დემოკრატიის მაჩვენებელმა დაბლა დაიწია.

“ევრაზიის ავტორიტარული რეჟიმები ხალხს აფრთხილებენ, რომ მათი სვლა დემოკრატიისკენ შეიძლება ისეთი ქაოსით, ძალადობით და სიღარიბით დასრულდეს, როგორც ეს უკრაინაში მოხდა,” აცხადებს პროექტის კოორდინატორი სილვანა ჰაბდანკ-კოლაცკოვსკა. მისი თქმით, მსგავსი ქმედებების საპასუხოდ ევროპის კავშირმა და მისმა მოკავშირეებმა დემოკრატიის სტანდარტები უნდა აამაღლონ.

ფრიდომ ჰაუსი აცხადებს, რომ უკრაინაში დესტაბლიზაციის გამოწვევის მცდელობისა და განსხვავებულ აზრზე ზეწოლის გამო რუსეთმა ბოლო 10 წლის მანძილზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2014 წელს მიიღო. ვიქტორ იანუკოვიჩის კორუმპირებული პრეზიდენტობის დასრულების შემდეგ კი უკრაინამ მდგომარეობა 4 პუნქტით გაიუმჯობესა.

ბალკანეთის 7 სახემწიფოდან უკუსვლაა 4-ში, მათ შორის, მონტენეგროსა და სერბეთში იზღუდება მედიის დამოუკიდებლობა. ფრიდომ ჰაუსი მძიმედ აფასებს ვითარებას ბელორუსში, თურქმენეთსა და უზბეკეთში. ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ანგარიშში მდგომარეობა გაიუმჯობესა ჩეხეთის რესპუბლიკაა.

XS
SM
MD
LG