ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელი სენატორი და ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი ოფიციალური პირები ტრამპს ხმას არ მისცემენ


რესპუბლიკელი სენატორი სუზან კოლინზი ამბობს, რომ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპს ხმას არ მისცემს. ის აცხადებს, რომ ტრამპი არც რესპუბლიკურ ღირებულებებს და არც ქვეყნისთვის საჭირო, „ჩართულობისკენ მიმართულ მმართველობას“ არ წარმოადგენს.

კოლინზმა თავისი მოსაზრებები „ვაშინგტონ პოსტ“-ში გამოაქვეყნა სადაც აღნიშნავს, რომ ადამიანების მიმართ პატივისცემით მოპყრობის პრინციპის უგულებელყოფის გამო, ის პრეზიდენტობისთვის შეუფერებელია.

ტრამპის წინააღმდეგ ეროვნული უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის 50 ყოფილი ოფიციალური პირიც გამოდის. ისინი აცხადებენ, რომ იციან პრეზიდენტობისთვის რა უნარებია საჭირო და ტრამპს თანამდებობისთვის არც პიროვნული თვისებები და არც გამოცდილება გააჩნია.

XS
SM
MD
LG