ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლატვია უკრაინის მიმართ ნატოს ერთიან დახმარებას ემხრობა


ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ნატოს მხრიდან უკრაინის ხუთწლიანი დახმარების გეგმის შემუშავება და 100 მილიარდი ევროს მოცულობის ფონდის შექმნა, გააუმჯობესებდა ალიანსის წევრებს შორის კიევისადმი სამხედრო დახმარების კოორდინაციას. მოსკოვისთვის კი ეს გზავნილი იქნებოდა, რომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია ერთობლივად აწვდის დახმარებას უკრაინას.

4 აპრილს, ბრიუსელში ყოფნისას, კრიშიანის კარინში "რადიო თავისუფლებას" ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის პარალელურად ესაუბრა. მისი თქმით, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის ერთობლივი დახმარების გეგმაზე მუშაობას დაიწყებენ.

ამჟამად მოკავშირეები უკრაინას საჭიროებებზე საპასუხოდ, კონკრეტული დახმარების პაკეტებს უგზავნიან. კოალიცია, რომელშიც ათობით ქვეყანაა გაწევრიანებული, კიევს იარაღს, ამუნიციას, დრონებს, განაღმვით საშუალებებს და სხვა აღჭურვილობასა თუ ტექნიკას უგზავნის.

"ეს [გეგმა] შესაძლებელს გახდიდა, უკეთეს კოორდინაციას და უკრაინის საჭიროების შესაბამისად, იმ არსებული რესურსების მობილიზებას, რაც ნატოს სხვადასხვა წევრს აქვს", - თქვა კარინშმა.

ამასთან, მისივე განმარტებით, 100 მილიარდი ევროს მოცულობის ფონდი უკრაინას მისცემდა გრძელვადიან, სტაბილურ გარანტიას მოსალოდნელი ფინანსური მხარდაჭერის შესახებ. ეს დახმარება კი შესაძლოა იყოს იარაღისა თუ ამუნიციის სახით გაამოხატული, ან პირდაპირი თანხის სახით, უკრაინისთვის გადაცემული.

3 აპრილს ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ალიანსში უკრაინის დახმარების უკეთეს კოორდინაციააზე იმუშავებენ, თუმცა ჯერ კიდევ არაა ნათელი, შესაძლებელი იქნება თუ არა შემოთავაზებული ფონდის დაარსება და მიაღწევენ თუ არა ამ საკითხზე მოკავშირეები კონსენსუსს.

XS
SM
MD
LG