ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში მუშათა დღეს აღნიშნავენ


„როცა მუშები უსამართლო გასამრჯელოს წინაამდეგ და სამსახურში ღირსებისთვის ხმას იმაღლებენ, ისინი ინარჩუნებენ ამერიკის ისტორიას,“ ასე გამოეხმაურა შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა მშრომელთა დღეს, რომელიც ამერიკაში დღეს აღინიშნება.

მშრომელთა დღე ოფიციალურ დღესასწაულად 1894 წელს დაწესდა. ის სექტემბრის თვის პირველ ორშაბათს აღინიშნება.

„საუკუნის დასაწყისში ამერიკელი მუშები გაერთიანდნენ და სამსახურში სამართლიანობისა და ღირსებისთვის ბრძოლა დაიწყეს. მათ ხმა აიმაღლეს 40 საათიანი სამუშაო გრაფიკის, მინიმალური გადასახადის და ანაზღაურებადი დამატებითი დროის მოთხოვნით. მსგავსი გამარჯვებები იქცა საშუალო კლასის ქვაკუთხედად,“ განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

XS
SM
MD
LG