ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო ყუნდუზში არსებული მდოგმარეობით შეშფოთებულია


Afghan security forces keep watch in front of their armoured vehicle in Kunduz city, Afghanistan, Oct. 4, 2016.
Afghan security forces keep watch in front of their armoured vehicle in Kunduz city, Afghanistan, Oct. 4, 2016.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეშფოთებულია ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესებით ავღანეთის ქალაქ ყუნდუზში. ქალაქში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ჰუმანიტარული დახმარების გარეშეა დარჩენილი. უამრავმა ადამიანმა კი სამოსახლო დატოვა და გაიქცა.

მას შემდეგ, რაც თალიბი მეამბოხეები კვირის დასაწყისში ქალაქში შევიდნენ, გრძელდება დაპირისპირება მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებულ ტერიტორიებზე. ავღანეთის სამთავრობო ძალები, რომლებსაც ზურს ამერიკის სამხედრო ავიადარტყმები უმაგრებს, მეამბოხეთა პოზიციებს უტევენ. სამთავრობო ჯარები მაქსიმალურად ცდილობენ თავიდან აიცილონ მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი.

გაეროს ინფორმაციით, ავღანეთში, ოქტომბრის შემდეგ დაახლოებით 280 ათასმა ადამიანმა საკუთარი საცხოვრებელი დატოვა. გაეროს ინფორმაციით, შესაძლოა ეს ციფრი წლის ბოლოსთვის მილიონამდე გაიზარდოს.

XS
SM
MD
LG