ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტერვიუ დევიდ კრეიმერთან


„ფრიდომ ჰაუზის“ დირექტორი ალექსეი ნავალნის ვერდიქტზე კომენტარს აკეთებს

კითხვაზე, თუ რა აზრის არის მოსკოვის სასამართლოს განაჩენზე, რომლის ძალითაც ნავალნის 5წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, „ფრიდომ ჰაუზის ხელმძღვანელი დევიდ კრეიმერი გვპასუხობს:

" მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილება აღმაშფოთებელი იყო. ბოლო დროს, რუსეთში ჩვენ ვხედავთ მდგომარეობის გაუარესებას ოპოზიციასთან, და სამოქალაქო საზოგადოებასთან დაკავშირებით. ნავალნის თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, იმდენად რამდენადაც ის ხმამაღლა აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლებას და დიდი როლი შეასრულა რუსეთის ხელისუფლების შიგნით კორუფციის გამოაშკარავებაში. ვფიქრობ, მომხდარი სრული ფარსია და სასაცილო ბრალდებებთან გვაქვს საქმე."

რუსეთში ამერიკის ელჩმა მაიქლ მაკფოლმა გუშინ თქვა, რომ ის იმედგაცრუებულია სასამართლოს ამ ვერდიქტით. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ უფრო მკაცრი რეაქცია უნდა გამოხატოს მომხდარზე?


"ჩემი აზრით, მომხდარზე რეაქცია უნდა გააკეთოს თეთრმა სახლმა და პირადად პრეზიდენტმა. რუსეთში ბოლოდროინდელი მოვლენებით სახეზეა ოპოზიციური აზრის ჩახშობის გამჭოლი ტენდენცია. ამ დროს, ვერანაირად ვერ იქნება საკმარისი ამერიკის ელჩის ან სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის კრიტიკა. ევროპელ კოლეგებზეც იგივეს თქმა შეიძლება, მოწოდებების და განცხადებების მაგივრად მათ ინცივიდუალურად უნდა გამოხატონ მომხდარზე ოპოზიცია.
მე ვფიქრობ, თუ ეს საკითხი ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის მნიშვნელოვანია, ახლა კარგი დროა ამის დასაფიქსირებლად. საუკეთესო შემთხვევა იქნება, თუ მომხდარს პრეზიდენტი ობამა პირადად დაგმობს. ასევე, კარგი იქნება, თუ საქმეში მონაწილე რუს მოსამართლესა და პროკურორებზე მაგნიტსკის კანონი გავრცელდება და მათ ქონებას ამერიკაში ყადაღას დაადებენ.
"

ამერიკის ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რამდენად აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ბერკეტები რუსეთში მიმდინარე სამთავრობო ზეწოლის გასანეიტრალებლად, კრეიმერი ამბობს:

"მაგნიტსკის კანონი სავარაუდოდ დასაწყისია. იმედი ვიქონიოთ, რომ ევროპელები ანალოგიურ ნაბიჯებს გადადგამენ მომხდარზე რეაქციის მიზნით და ევროკავშირის წევრი ქვეყნები საკუთარ ქვეყნებში ახალი კანონების გატარებას შეუწობენ ხელს რუსეთთან მიმართებაში. ამ ფონზე, გვაქვს იმის მოლოდინიც, რომ კიდევ ერთი მსჯავრდებულის-მიხაილ ხოდორკოვსკის საქმეში სასამართლო გამჭვირვალედ და სამართლიანად იმოქმედებს. თუმცა არასამთავრობოებს გვაქვს იმის მოლოდინიც, რომ ამერიკელი და ევროპელი ლიდერები რეჟიმზე ზეწოლას განახორციელებენ რუს ლიდერებზე. მათგან საკმარისი არ არის მხოლოდ იმის დაფიქსირება, რომ იმედგაცრუებულნი არიან მომხდარით. ჩემი აზრით, ფაქტი რომ ნავალნის წინააღმდეგ ასეთი სასამართლო გადაწყვეტილება დადგა, და იმ აღმაშფოთებელი გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც ცოტა ხნის წინ სერგეი მაგნიტსკი-სიკვდილის შემდეგ დამნაშავედ სცნო, ამერიკის პრეზიდენტი რუსეთში არ უნდა ჩავიდეს და თავი არ უნდა მოგვაჩვენოს, რომ ამერიკისთვის სულ ერთია თუ რა მდგომარეობაა ადამიანის უფლებების მხრივ რუსეთში. ობამას გამგზავრება სექტემბერში სამიტზე რუსეთში მართლაც რომ მიუღებელი იქნება. პუტინს მიაჩნია,რომ მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ, რომ გვაქვს რაღაც საზღვარი, რომლის მიღმაც არ გადავალთ და ეკონომიკური თანამშრომლლბის მიზნით, რუსეთთან ურთიერთობას გავაგრძელებთ."
XS
SM
MD
LG